6 ივლისს, 19:00 საათზე - "კომაროველის დღე 2019"!

სკოლა-პანსიონი კომაროვის კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!



6 ივლისს, 19:00 საათზე გელით "კომაროველის დღე 2019-ზე", სადაც კომაროვის კურსდამთავრებულები შეძლებენ:

✔ გაეცნონ კომაროვისა და კომაროველების წარმატებებს!

✔ მოუსმინონ სასიამოვნო Live მუსიკას და ჩაერთონ სახალისო ინტერაქციულ თამაშებში!

✔ შეიძინონ სკოლის ბრენდირებული ნივთები!

✔ ..და რაც მთავარია, დაესწრონ 2018 წლის კურსდამთავრებულების მედლებით დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას!

2019 წლის ღონისძიებიის დღის თემა: ბოლო ზარი!
სტუმრებს შეეძლებათ გაიხსენონ სკოლის დამთავრების ბოლო დღე და თანაკლასელებთან ერთად გაიხსენონ სკოლის პერიოდი.



Dress Code: თეთრი მაისური ან პერანგი, რომელზეც შესაძლებელი იქნება მარკერით წარწერის გაკეთება.



ღონისძიების მიზანია ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს შორის კომუნიკაციის გაზრდა. ღონისძიება გაიმართება ყოველ წელს, ივლისის პირველ შაბათს.


გთხოვთ, მოიწვიოთ თქვენი კომაროველი მეგობრები! :)


ზემოთ